დღე 1:
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ინტელის პროექტებით სწავლების სახელმძღვანელოს ზოგადი გაცნობა. გავეცანით სახელმძღვანელოს გამოყენების ინსტრუქციას ვისწავლეთ საყურადღებო ადგილების მონიშვნა, კომენტარის გაკეთება. დეტალურად განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ასევე სასწავლო პროექტის გეგმის კომპონენტებს. შევქმენით გლოგი "სასწავლო პროექტით სწავლება."
დღემ საქმიანად და საინტერესოდ გაიარა.
დღე 2:
დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტის საკვანძო კითხვის ფორმულირების, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვების სწორად ჩამოყალიბების შესწავლა.
გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკას, ასევე პროექტის გეგმის და პრეზენტაციის ნიმუშებს.
ვისწავლეთ ბროშურის შექმნა.
დღე 3:
დღეს მნიშვნელოვანი იყო საპროექტო თემების წარდგენა-პროექტის მიზნები, აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები.
აგრეთვე შევუდექით პროექტის გეგმის შედგენას. მნიშვნელოვანი იყო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების სწორი ფორმულირება. შევარჩიეთ ესგ-დან სტანდარტები შესაბამისი ინდიკატორებით.
დღემ საქმიანად ჩაიარა.
დღე 4
დღე საინტერესო იყო. შევქმენით ბროშურები, გავაზიარეთ და მოვახდინეთ ურთიერთშეფასება.მეცადინეობა იყო დატვირთული, მაგრამ შინაარსიანი.
დღე 5:
გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ინსტრუმენტებს.
შევარჩიეთ ინსტრუმენტები პროექტის საწყისი ეტაპისთვის, პროექტის მსვლელობისას და პროექტის ბოლოს გამოსაყენებლად.
დღე 6:
შევისწავლეთ (გავიხსენეთ) სლაიდების შექმნა.
შევადგინეთ ბროშურის და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. მოვახდინეთ მათი განხილვა.
დღე 7:
გავეცანით საავტორო უფლებებს;
ბლოგზე განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიოები;
დავსვით კითხვები პროექტის შედარებით გაურკვეველ საკითხებზე, რომლებზეც ტრენერის ამომწურავი პასუხები მივიღეთ.
დღე 8:
ვიმუშავეთ პროექტის საბოლოო სახის მისაღებად არსებული ხარვეზების შესავსებად.
დღე 9:
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის მიხედვით გავაკეთე ჩემი პორტფოლიოს შეფასება. შეფასებამ საშუალება მომცა დამენახა პროექტის სუსტი მხარეები, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება
გავაკეთეთ პრეზენტაციები.
დღე საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი იყო, რადგან აისახა ტრენინგის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია და შეძენილი ცოდნა.
p.s. უნდა აღვნიშნო ტრენერის, ირაკლი ყორღანაშვილის, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კომუნიკაბელურობა, რამაც ტრენინგის საინტერესოდ წარმართვას შეუწყო ხელი.
მადლობა!
No comments:
Post a Comment